ამერიკის კავშირგაბმულობის ფედერალური კომისია აპირებს დააჯარიმოს ამერიკის ფიჭვური კავშირგაბმულობის კომპანიები ასობით მილიონი დოლარით. ამის მიზეზია ოპერატორების მიერ შუამავალი კომპანიებისთვის მომხმარებელთა გეოლოკაციის მონაცემების გადაცემა. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრნდობით წერს.
მათი ინფორმაციით, კომისიის მიმართვები დაგზავნილია კომპანიებისადმი AT&T, Verizon, T-Mobile და Sprint. ამ კომპანიებმა მანამდე კონგრესი დაარწმუნეს, რომ შეწყვეტდნენ საკუთარი კლიენტების კოორდინაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შუამავალი ორგანიზაციებისადმი. Verizon-მა ეს განცხადება 2018 წელს გააკეთა, ხოლო AT&T და T-Mobile-მა გასული წლის დასაწყისში. ამ კომპანიებმა დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია ახლა მიიღეს და მის გასაჩივრებას გეგმავენ.
როგორც გაზეთი წერს, ოპერატორები რეალურ დროში გადასცემდნენ მომხმარებლების ლოკაციის შესახებ ინფორმაციებს შუამავალ ორგანიზაციებს, ეს კი ზრდის ადამიანთა პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენების რისკებს.