ავიაკომპანიები ბორტზე მობილური ტელეფონის გამოყენებას დაუშვებენ

საავიაციო უსაფრთხოების ევროპული სააგენტოს განცხადებით, მობილური ტელეფონების და სხვა მსგავსი მოწყობილობების გამორთვა ფრენისას საჭირო აღრ იქნება.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ელექტრონული მოწყობილობები არ წარმოადგენს საფრთხეს ფრენისთვის. ამჟამად, მგზავრები ვალდებული არიან ფრენის დაწყებამდე გამორთონ მობილური ტელეფონები ან სპეციალურ რეჟიმზე გადაიყვანონ, რომელიც არ ითვალისწინებს მობილურ კავშირს. ამასთან ერთად, სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიებმა თავად უნდა შეაფასონ, რამდენად უსაფრთხოა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება მათ ბორტზე და დარწმუნდნენ, რომ მობილური ტელეფონების სიგნალი არ ახდენს ზემოქმედებას საფრენი აპარატის სისტემის მუშაობაზე.

საბოლოო ჯამში, ახალი წესების მიღება ზოგიერთ ავიაკომპანიაში, შესაძლოა, დაგვიანდეს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი მოხსნის უკანასკნელ ნორმატიულ წინაღობას მგზავრებისთვის, რომელთათვისაც საჭიროებას წარმოადგენს თვითმფრინავის სალონიდან დარეკვა ან ფრენის დროს Wi-Fi-ის გამოყენება.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფრენისას თქვენს გვერდით ადამიანი აღმოჩნდება, რომელიც მთელი მგზავრობის დროს ტელეფონზე ისაუბრებს. პირველ რიგში, 10 000 მეტრის სიმაღლეზე არ იქნება სიგნალი, ყოველი შემთხვევისთვის, უახლოესი წლების განმავლობაში. მეორე, ავიაკომპანიებს მოუწევთ თვითმფრინავების საჭირო აპარატურით აღჭურვა, რათა ტელეფონზე საუბარი და ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელი გახდეს.

და მესამე, ბევრი ადამიანი ამის წინააღმდეგი იქნება და მათი აზრის გათვალისწინებაც საჭიროა.

მაგალითად, British Airways-ი ასრულებს რეისს ლონდონი-ნიუ-იორკი, სადაც მხოლოდ ბინზეს კლასია. ამ რეისის მგზავრებს ახლაც შეუძლიათ მობილური ტელეფონებით სარგებლობა. გარდა ამისა, ისინი იყნებენ Wi-Fi-ს და ”სმს” შეტყობინებებს, თუმცა, დაბლოკილი აქვთ სატელეფონი ზარები, რათა სხვა მგზავრები არ შეწუხდნენ.

ასე რომ, სამგზავრო ავიალაინერები ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ ადგილად, სადაც ადამიანებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისგან თავის არიდება შეუძლიათ.