კორონავირუსის გამო მთელს მსოფლიოში საფონდო ბირჟებზე აქციების ფასი რეკორდულად დაეცა. BBC-ის ინფორმაციით, მსგავსი სიტუაცია 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა.
გამოცემის ცნობით, Wall Street-ზე Dow Jones-ის ინდექსი 1 200 პუნქტით დაეცა, რაც ბირჟის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარნდაა.
აქციების ფასი რეკორდულად შემცირდა აზიის საფონდო ბირჟებზეც.
იაპონიაში Nikkei 225-ის ინდექსი გასულ კვირას 3%-ით შემცირდა, დღეს კი საფონდო ბირჟის ვარდნამ 9% შეადგინა.
ავსტრალიის მთავარი საფონდო ბირჟის, ASX200-ის ინდექსი 3.5%-ით შემცირდა, რაც 2008 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ინდოეთის საფონდო ბირჟებს, Nifty-ისა და Sensex-ის ინდექსი 2.5%-ით შემცირდა.