"სინერჯი კაპიტალსა" და "ზომას" შორის საპარტნიორო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სინერჯიმ კომპანიის 40% შეიძინა და მისი ღირებულების გაზრდაზე ზრუნვას იწყებს.
"ზოგადად ტექსტილის სფერო ძალიან საინტერესოა ჩვენთვის. გვაქვს ამბიცია და მაგალითებიც, რომ საქართველოში შესაძლებელია გემოვნებიანი ხარისხიანი ქართული ტანსაცმლის წარმოება. „ზომა“ თავისი იდეოლოგიით, რომ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და თავისუფლების მოყვარულ ადამიანებს მისცეს ამ სულისკვეთების გამოხატვის საშუალება ტანსაცმლით და აქსესუარებით, განსაკუთრებულია ჩვენთვის და გვჯერა რომ ასეთი ადამიანებისთვის ძალიან მაგარ ბრენდს შევქმნით, რომელიც სასურველი იქნება არა მარტო საქართველოში. ძალიან მაგარი გუნდი ჰყავს დღეს "ზომას" და ამის გარანტია ჩვენთვის ესაა. დაგეგმილია საპროდუქტე ხაზების განვითარება, წარმოების ხარისხის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა და გაყიდვების არხების დამატება“, - აცხადებს „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელის განვითარების დირექტორი, თამი ჭითაშვილი.
"სინერჯი კაპიტალს" ამ დროისთვის 15 სწრაფად მზარდი კომპანია ჰყავს პორტფელში.