ტომ კრუზი, შაჰ რუხ ხანი, მელ გიფსონი - რა ქონებას ფლობს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი 10 მსახიობი

მსოფლიოს მასშტაბით მილიონერი მსახიობების რიცხვი დღითიდღე იზრდება, თუმცა რამდენიმე ცნობილი მსახიობი არა მილიონერი, არამედ მილიარდერია, ისინი თითო ფილმში ან პატარა რეკლამაში მონაწილეობისთვისაც კი კოლოსალურ თანხებს იღებენ. 2019 წელს ბრიტანეთში ყველაზე მდიდარ ცნობილ ადამიანად მომღერალი ედ შირანი დასახელდა, წელს მონაცემები შეიცვალა, მომღერლების სიას მსახიობებიც შეემატნენ და უკვე ცნობილია, ვინ არიან კინოინდუსტრიაში, 2020 წლის მონაცემებით 10 ყველაზე მდიდარი მსახიობი.

ინდოელი კინომსახიობი, კინორეჟისორი და ტელეწამყვანი შაჰ რუხ ხანი მდიდარი მსახიობების ათეულში პირველია. „ბოლივუდის მეფედ“ წოდებული შაჰ რუხ ხანი 80-მდე ფილმში მონაწილეობს და ათობით ჯილდოც აქვს მოგებული, საუკეთესო როლის შესრულებისთვის. მისი ქონება 2020 წლის მონაცემებით 600 მილიონ დოლარს შეადგენს.

ყველასთვის საყვარელი მსახიობი და პროდუსერი ტომ კრუზი, სიმპატიური და მომხიბვლელი მამაკაცების სიის გარდა მილიონერების სიაშიც შედის. ოქროს გლობუსის მფლობელი და ოსკარზე 2-ჯერ ნომინირებული მსახიობი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობად ითვლება, მის ფილმებს არა მილიონობით, არამედ მილიარდობით მაყურებელი ჰყავს. ტომ კრუზის ქონება 570 მილიონი დოლარია და მსოფლიოს მასშტაბით მეორე უმდიდრესი მსახიობია.

მდიდარი მსახიობების ნუსხაში მე-3 ადგილს ოსკაროსანი რეჟისორი და სცენარისტი ჯორჯ კლუნი იკავებს, 59 წლის მსახიობი ოსკარის გარდა სხვა ათობით ჯილდოს მფლობელია და საზოგადოებაში დიდი სიმპატიით სარგებლობს. ჯორჯ კლუნის ქონება 500 მილიონი დოლარია და როგორც საზოგადოებისთვის ცობილია, კლუნს თავის ცხოვრებასა და ქონებაზე საუბარი სასტიკად არ უყვარს.

ამერიკელი მსახიობი და სცენარისტი მელ გიფსონი როგორც აღმოჩნდა, ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. შვიდი შვილის მამა ფილმი „მამაცი გულის“ შემდეგ გახდა საქვეყნოდ ცნობილი და ახლა, 2020 წლის მონაცემებით, მისი ქონება დაახლოებით 425 მილიონი დოლარია.

კომედიური ჟანრის მსახიობი ადამ სენდლერი მაღალშემოსავლიანი მსახიობების სიის უცვლელი წევრია. სენდლერი თავისი ერთ-ერთი ფილმით გახდა ცნობილი და მხოლოდ გაყიდული ბილეთებიდან 270 მილიონი დოლარი ერგო მას. დღესდღეობით ადამ სენდლერის ქონება 430 მილიონ დოლარს შეადგენს და ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი კინოპროდუსერია ამერიკაში.

ჯორჯ ჯოზეფ „ჯეკ“ ნიკოლსონი 10 ყველაზე მდიდარ მსახიობთა სიის მე-6 საპატიო წევრია. ამერიკელი მწერალი, მსახიობი და პროდუსერი უკვე წლებია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი ქონება კი 7-მილიონი დოლარია.

მაიკლ სილვესტერ გარდენზიო სტალონე, ცნობილი როგორც, სილვესტერ სტალონე ამერიკელი მსახიობი და სცენარისტია. სტალონემ სახელი მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მონაწილეობით გაითქვა და კარიერის მანძილზე 2 უძლიერეს ფილმში აქვს ნათამაშები, რომელთა შემოსავალმა 4 მილიარდ დოლარს შეადგინა. სტალონე ნიუ-იორკის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მსახიობია და მისი ქონება 2020 წელს 400 მილიონ დოლარს შეადგენს.

ვესტერნის ჟანრის ოსკაროსანი მსახიობი და პროდუსერი კლინტ ისტვუდი ამერიკაში ერთ-ერთი პატივსაცემი პიროვნებაა, მან სახელი 1992 წელს გაითქვა და დღემდე აქტიურად მიჰყვება სამსახიობო კარიერას. ისტვუდის ქონება 2020 წლის მონაცემებით, 375 მილიონი დოლარია და 11 უმდიდრესი მსახიობის სიაში უცვლელად იკავებს ადგილს.

ყველასთვის ცნობილი ჩინელი მსახიობი, ჯეკი ჩანი მსახიობობის გარდა მომღერლობასაც იდეალურად ითავსებს. ჩანი ცნობილია თავისი ჩხუბის სტილით და კომედიური ნიჭით და თავისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში 100-ზე მეტ ფილმში მიუღია მონაწილეობა. როგორც ამბობენ, ის ერთ-ერთი ცნობილი აზიელი მსახიობია. ჯეკი ჩანმა მსახიობობა 5 წლის ასაკში დაიწყო და ახლა ჩანის ქონება 370 მილიონ დოლარს შეადგენს.

უილარდ „უილ“ კრისტოფერ სმითი, უმცროსი ოქროს გლობუსზე და ორჯერ კინოაკადემიის ჯილდოზე ნომინირებული ამერიკელი მსახიობია, სმითი ის ერთ-ერთი მსახიობია, რომელიც 20 წლის ასაკამდე უკვე მილიონერი იყო და ახლა პატარა რეკორდის დამყარებისთვის გინესის წიგნშიც არის შესული. ამჟამად ვილ სმითის ქონება 300 მილიონ დოლარს შეადგენს.

მოამზადა ელენე მეტრეველმა