ტოპ-10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 1 732 მილიარდერია. მიუხედავად იმისა, რომ მათ საცხოვრებლად ნებისმიერი ქვეყნის არჩევა შეუძლიათ, მილიარდერები მაინც ტრადიციულ ქვეყნებს ირჩევენ.

Knight Frank-ის მონაცემებით, მილიარდერების უმრავლესობა მსოფლიოს 15 ქვეყანაში იყრის თავს.

წარმოგიდგენთ ქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს:

აშშ - ამერიკა მსოფლიო მილიარდერების კონცენტრაციის მთავარ ცენტრად რჩება. ამ დროისთვის აქ 585 მილიარდერი ცხოვრობს. მათ შორის არიან მსოფლიო ყველაზე მდიდარი ადამიანები, ისეთები როგორებიც არიან: ჯეფ ბეზოსი, ბილ გეითსი და მარკ ცუკერბერგი. მათი ქონების საერთო მოცულობა 300 მლრდ დოლარს შეადგენს.

ჩინეთი - ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩინეთში მილიარდერების რიცხვი 206%-ით გაიზარდა. ამჟამად ჩინეთში 373 მილიარდერი ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე მდიდარი, ჯეკ მა ალიბაბა 39 მილიარდს ფლობს.

გერმანია - იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის ყველაზე მსხვილ ეკონომიკას გერმანია წარმოადგენს, ალბათ, გასაკვირი არ იქნება, რომ ევროპელი მილიარდერების ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ აქ ცხოვრობს. ამ ეტაპზე, გერმანიაში 123 მილიარდერია.

ინდოეთი - ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში მილიარდერების რიცხვი 116%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინდოეთში 119 მილიარდერი ცხოვრობს. ქალაქი მუმბაი კი მილიარდერების საყვარელი ქალაქია, უმეტესობა მათგანი, საცხოვრებლად სწორედ მას ირჩევს.

რუსეთი - რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 2013 წლიდან 2018 წლამდე მილიარდერების რიცხვი არა თუ არ გაზრდილა, შემცირდა კიდეც. ამ დროისთვის ქვეყანას 101 მილიარდერი ჰყავს.

ჰონკონგი - ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში მილიარდერების რაოდენობა 24-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 64 ადამიანი შეადგინა. რამდენიმე მათგანი კი, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ფლობს.

დიდი ბრიტანეთი - მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი დიდი ქვეყანა არ არის, აქ 54 მილიარდერი ცხოვრობს.

კანადა - ამაჟამად ქვეყანაში 46 მილიარდერი ცხოვრობს.

სამხრეთ კორეა - 2013 წელს ქვეყანაში მხოლოდ 24 მილიარდერი იყო. ამ დროისთვის მათი რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 44 შეადგინა.

იტალია - ამ დროისთვის ქვეყანაში 43 მილიარდერი ცხოვრობს. 2013 წლის შემდეგ, მათი რაოდენობა გაორმაგდა. იტალიაში ყველზე მდიდარი ადამიანი ჯოვანი ფერეროა, რომელიც Ferrero Group-ს მართავს. მისი ქონება 32 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ნინი ქეთელაური