მსოფლიოში არსებობს ისეთი ძვირად ღირებული სასმელები, რომ მათ ფასად შესაძლოა, უმაღლესი კლასის მანქანა ან სახლი თავისუფლად შევიძინოთ. გთავაზობთ ყველაზე ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების შვიდეულს:
7. Château d’Yquem - 1811 წლის ღვინო
ეს უძვირფასესი ღვინო უცხოეთში მხოლოდ მაღალი კლასის რესტორნებში თუ შეგხვდებათ. Château d’Yquem-ის 1811 წლის ღვინო 1 ბოთლი 130 000 დოლარი ღირს. ეს წითელი ტკბილი ღვინო ნაპოლეონის ომების პერიოდში შეიქმნა, ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ღვინოდ მიიჩნევა.
6. Croizet Cognac - 1858 წლის კონიაკი
ეს კონიაკი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სასმელის არომატთან და გემოსთან ერთად, მისი ისტორიაც ძალიან მნიშვნელოვანია. კონიაკი დამზადებულია 1858 წელს მოსული მოსავლისგან. 2011 წლის სექტემბერში აუქციონზე ის 156 760 დოლარად გაიყიდა.
5. Armand de Brignac Midas - შუშხუნა ღვინო
შუშხუნა ღვინო Armand de Brignac-ის ერთი ბოთლის ღირებულება 215 000 დოლარს შეადგენს. ის დამზადებულია საიდუმლო რეცეპტით და გარდა ამისა, შუშხუნა ღვინო ოქროს ბოთლშია ჩამოსხმული. ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული შუშხუნა ღვინოა.
4. Dalmore 62 - ვისკი
შოტლანდიური ვისკი მსოფლიოში ყველაზე მაღალი კლასით გამოირჩევა და არც ვისკი Dalmore 62-ია გამონაკლისი. ამ ვინტაჟური ვისკის ერთი ბოთლი 250 000 დოლარი ღირს. მსოფლიოში სულ 12 ბოთლი Dalmore 62 არსებობს.
3. Diva Vodka
მაშინ, როცა სასმელის სახელწოდება „დივაა“, გასაკვირიც კი იქნებოდა მაღალი შეფასება და ღირებულება რომ არ ჰქონდეს. ამ შოტლანდიური ალკოჰოლური სასმელის ერთი ბოთლის ღირებულება 1 000 000 დოლარია. ბოთლში ძვირფასი ქვებია მოთავსებული და მისი ღირებულებაც სწორედ ძვირფას ქვებს უკავშირდება.
2. Henri IV Dudognon Heritage Cognac - კონიაკი
ამ შეუდარებელი კონიაკის ბოთლის დიზაინი განსაკუთრებულია. ის ისე გამოიყურება, თითქოს შუასაუკუნეებში სამეფო კარზე იყოს დამზადებული. ამ კონიაკის დაგემოვნება მსოფლიოში, ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანს თუ შეუძლია, რადგან ბოთლის ღირებულება 2 000 000 დოლარია.
1. Tequila Ley .925 - ტეკილა
6 ათასი ბრილიანტის ქვით მორთული ტეკილა Tequila Ley .925 მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელია. მისი ერთი ბოთლის ღირებულება 3 500 000 დოლარია.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ