დოლარი ძირითადი ვალუტების მიმართ ისევ ინარჩუნებს პოზიციებს

როგორც Admiral Markets-ის ანალიტიკური ჯგუფი წერს, გასულ კვირას მნიშვნელოვანი იყო ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან გამოსული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ნავთობის ფასის ტენდენციები.

შეერთებულ შტატებში სუსტი ინფორმაციების მიუხედავად, დოლარი ძირითადი ვალუტების მიმართ ისევ ინარჩუნებს პოზიციებს. ლაპარაკი იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორები ცუდ მდგომარეობაშია – არასერიოზულია. ამერიკის ეკონომიკა საკმაოდ კარგად ვითარდება, რაც პირდაპირ აისახება დოლარზე.

კერძოდ, მომსახურეობის სექტორის ინდექსმა დაიკლო და შეადგინა 58,5 პუნქტი, რაც წინა მონაცემთან შედარებით 1 პუნქტით ნაკლებია. მიუხედავად პატარა კლებისა, 2014 წლის მანძილზე ინდექსი 50 ნიშნულის ზევით იმყოფება, რაც ნიშნავს ქვეყანაში ეკონომიკის ამ სეგმენტის კარგ განვითარებას. კლება დაფიქსირდა ასევე ყიდვა-გაყიდვის მაჩვენებელზე, ხოლო კვირის მონაცემის მიხედვით მოიმატა უმუშევრობამ.

ეკონომიკური მდგომარეობა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ისევ არასტაბილურია. პირველ რიგში ეს ეხება საფრანგეთს. საფრანგეთი ვერ ახერხებს მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოს. მთლიანობაში ქვეყანაში შეინიშნება სხვადასხვა დარგების დასუსტება.

ქვეყანაში წარმოების აქტიურობის და საქმიანობის აქტიურობის ინდექსები იკლებს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, მთლიანი შიდა პროდუქტი ნულზე დაფიქსირდა, ანუ საფრანგეთში სტაგნაციაა. სუსტი მაჩვენებლები გამოვიდა ასევე გერმანიასა და მთლიან ევროზონაში. გერმანიის წარმოების აქტიურობამ ისევე, როგორც მთლიანი ევროზონის, დაიკლო. ამის ფონზე ევროს ფასი ძირითადი ვალუტების მიმართ ისევ აგრძელებს დასუსტებას.

საინტერესოა ის, რომ ნავთობზე ფასის ვარდნის საპირისპიროდ საქართველოში ბენზინის ფასი არ იკლებს. მიზეზი საერთაშორისო ბირჟებზე არ უნდა ვეძიოთ. ეს უკვე შიდა პრობლემაა. საერთაშორისო ბაზრებზე კი ნავთობის ფასი კვლავაც ახალ მინიმუმებს აფიქსირებს. იმედია ასეთი ტენდენცია ჩვენთანაც დაიწყება.

მაგრამ მიმდინარე მოვლენების ფონზე ნავთობის ფასმა კლება შეაჩერა. ფასის ვარდნის შეჩერების მთავარი ძალა ჩინეთი აღმოჩნდა. ბოლო მონაცემის მიხედვით, ქვეყნის წარმოების აქტიურობის მაჩვენებელმა მოიმატა და დააფიქსირა 50.5 ნიშნულამდე, რაც ამ სფეროს კარგ განვითარებას ნიშნავს. ჩინეთი ნავთობის მოხმარების კუთხით არის ნომერ პირველი ქვეყანა მსოფლიოში და შესაბამისად მისი ინფორმაციები დიდ გავლენას ახდენს ნავთობის ფასზე.

მიუხედავად ამისა, ნავთობის ფასმა კლება შეიძლება კვლავ გააგრძელოს და ახალი მინიმუმი დააფიქსიროს, რადგანაც ბაზარებზე კვლავ აღინიშნება დიდი რაოდენობით ნავთობი, იმ პირობებში როცა სხვადასხვა რეგიონში შეინიშნება ეკონომიკური განვითარების შენელება და ნავთობის მოხმარების კლება. მაგალითად, ისევ ჩინეთი, სადაც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანა ვეღარ დააფიქსირებს 7.5 პროცენტიან ზრდას და დაფიქსირდება 7.2 ზრდა. ასევე გასათვალისწინებელია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სუსტი ეკონომიკური განვითარება. ასეთ პირობებში ბრენტის ტიპის ნავთობმა შეიძლება მიაღწიოს ბარელზე 95 ნიშნულამდე.

მომზადებულია კომპანია „Admiral Markets“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ