ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია 4.7 მლნ ლარი დაჯდება.
კერძოდ, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 5 მარტს დაიწყება და 10 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 4 695 437 ლარია.
„შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გზაზე მოძრაობის ინტენსიობა მაღალია, ამასთანავე არ არსებობს სრულფასოვანი ალტერნატიული გზა, შეუძლებელია სამუშაოების პროცესში გზაზე მოძრაობის სრული ჩაკეტვა. რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარებისას გზაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ჯერ გზის ერთი ნახევარის გარკვეულ მონაკვეთზე, მეორე ნახევარზე მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი პირიქით,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.