„კორონავირუსის გამო, პირველად, 54 წლიანი არსებობის ისტორიაში ITB Berlin არ ჩატარდება“

ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებიდან გამომდინარე, გერმანიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო რომ პირველად, 54 წლიანი არსებობის ისტორიაში არ ჩატარდეს ITB Berlin 2020 წელს. ინფორმაცია ამის შესახებ, ITB Berlin-ის ვებგვერდზე ვრცელდება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ღონისძიებაში 180 ქვეყნიდან 10 ათასზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, ITB Berlin-ს უდიდესი მნიშვნელობა აქვს გლობალური ტურიზმის ინდუსტრიაში. მათივე განცხადებით, ისინი ზრუნავენ ვიზიტორების, მონაწილეებისა და დასაქმებულების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ღონისძიება 2020 წელს აღარ ჩატარდება.

თაია არდოტელი