მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანის ქონება გასული კვირის განმავლობაში 444 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს, რომელსაც ინფორმაციის დასტურად მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე არსებული ვითარება მოჰყავს, სადაც ახალი კორონა ვირუსის გავრცელების ფონზე ინდექსები დაეცა.
სააგენტოს ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესმა სამმა ადამიანმა Amazon-ის ხელძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა და LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy)-ის ხელძღვანელმა ბერნი სანდერსმა ყველაზე მეტად იზარალეს ბოლო შვიდი დღის განმავლობაში. სააგენტოს ცნობით, მათმა ჯამურმა დანაკარგმა დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი შეადგინა.
9 მილიარდი დოლარი დაკარგა კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა, რომელიც უმდიდრეს ადამიანებს შორის 29-ე ადგილზეა.
გაზეთ The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირა გახდა ამერიკის საფონდო ბირჟებისთვის ყველაზე წარუმატებელი 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. Dow Jones-მა ამ ერთ კვირაში 12,4%-ით იკლო, S&P 500-ის ინდექსმა - 11,5%, Nasdaq-მა კი - 10,5%.