კორონავირუსის გამო „თურქიშ ეარლაინსმა“ იტალიაში ფრენები დროებით შეწყვიტა

ავიაკომპანია Turkish Airlines-მა კორონავირუსის გამო, იტალიაში ყველა რეისის დროებით გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ავიაკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ის იტალიაში რეისებს პირველი მარტიდან წყვეტს.

მანამდე, ავიაკომპანიამ ვირუსის პრევენციის მიზნით, 250 თვითმფრინავში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ევროპის ქვეყნებს შორის იტალიაში ყველაზე რთული მდგომარეობაა. ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულია 820 ადამიანი.

მანამდე Turkish Airlines-მა ფრენები შეაჩერა ჩინეთსა და ირანში.