კორონა ვირუსის გამო ჩინურმა ავიაკომპანიებმა 14,3 მლრდ დოლარით იზარალეს

კორონა ვირუსის ეპიდემიის შედეგად მკვეთრად შემცირებული მგზავრთნაკადის გამო ჩინეთის სამოქალაქო ავიაცია მნიშვნელოვან ზარალს განიცდის. წინასწარი ინფორმაციით, ზარალი 100 მილიარდ იუანს (14,3 მილიარდ დოლარს) მიაღწევს - იუწყება ჩინური მედია ექსპერტებზე დაყრდნობით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თებერვალში დარგის დანაკარგებმა 37 მილაირდი იუანი (5,4 მილიარდი დოლარი) შეადგინა, მარტში კი ეს ციფრი სავარაუდოდ, 35 მილიარდ იუანს (5 მილიარდ დოლარს) მიაღწევს. ამასთან, თუ ეპიდემია გაგრძელდება, აპრილ-მაისშიც დანაკარგები ჯამში 100 მილიარდ იუანამდე (14,3 მილიარდ დოლარამდე) მიაღწევს - აღნიშულია პუბლიკაციაში.

გაზეთს სტატიაში მოჰყავს სქრინშოთები, სადაც ჩანს, რომ შენჯენი ჩნედუს ავიაბილეთის ფასი 5 იაუნაია (0,72 დოლარი).

კოკა კვირკველია