რა დანაკლისს ნახავს საქართველო ირანთან და ჩინეთთან მიმოსვლის აღდგენამდე

„გალტ ენდ თაგარტის" შეფასებით, ამ ეტაპზე ძნელია ზუსტი შეფასებების გაკეთება თუ რა გავლენა ექნება კორონავირუსს საქართველოს ეკონომიკაზე. მათივე ცნობით, აიკრძალა ფრენები ჩინეთთან და ირანთან, მაგრამ საქართველოს ამ ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი საგარეო შემოსავლები არ აქვს და გავლენაც სუსტი იქნება, მაგრამ თუ ვირუსმა გლობალური ეკონომიკის შემცირება გამოიწვია (რასაც ამ ეტაპზე ვარაუდობენ), მაშინ ეს ჩვენ ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება.

„საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ფრენები აკრძალა კორონავირუსის საფრთხის ასაცილებლად. ჩვენი შეფასებით ფრენების აღდგენამდე (აპრილი 2020) ყოველთვიური დანაკლისი დაახლოებით 2.5 მლნ აშშ დოლარი და 4,000 ვიზიტორი იქნება ჩინეთიდან. ამასთან, 2019 წელს საქართველომ ჩინეთიდან სულ 300 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მშპ-ს 1.7%-ია და მთლიანი საგარეო წყაროდან მიღებული შემოსავლების მხოლოდ 3%-ია (სპილენძის რე-ექსპორტს თუ გამოვრიცხავთ ჩინეთზე დამოკიდებულება მშპ-ს მხოლოდ 0.8%-ია).

„კორონავირუსის საფრთხის ასაცილებლად საქართველომ ირანთან მიმოსვლაც აკრძალა. ჩვენი შეფასებით, მიმოსვლის აღდგენამდე ყოველთვიური დანაკლისი დაახლოებით 8 მლნ აშშ დოლარი და 11,000 ვიზიტორი იქნება ირანიდან. 2019 წელს საქართველომ ირანიდან სულ 177 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მშპს 1.0% და მთლიანი საგარეო წყაროდან მიღებული შემოსავლების მხოლოდ 1.8%-ია.

თაია არდოტელი
შემოსავლების სამსახური სასაზღვრო პუნქტებზე საკარანტინო კონტროლის გამკაცრების მიზნით სამედიცინო ინვენტარის შესყიდვას გეგმავს
რა გავლენა ექნება კორონავირუსს საქართველოს ეკონომიკაზე?
"შავი გედის" ეფექტი, ანუ რა ზარალს მოუტანს ეკონომიკას კორონავირუსი