შემოსავლების სამსახური სასაზღვრო პუნქტებზე საკარანტინო კონტროლის გამკაცრების მიზნით სამედიცინო ინვენტარის შესყიდვას გეგმავს

შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გამკაცრება შემოსასვლელი პუნქტებიდან კორონავირუსის დაავადების გავრცელების პრევენციული ღონისძიებების, ასევე, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებებისთვის საჭრო საქონლის შესყიდვას გეგმავს.

გამარტივებული შესყიდვის თაობაზე სამსახურის განცხადება ჯერ განხილვის პროცესშია. შესყიდვის ღირებულება 357 095 ლარია. რაც შეეხება, საქონელს, შემოსავლების სამსახური გეგმავს - ერთჯერადი ხალათების, სამედიცინო სათვალეების (დამცავი ფარით), ზედაპირების დასასუფთავებელი სითხის, თერმოსკანერების (თერმოკამერა),ნიღბების,სამედიცინო კომბინიზონების შესყიდვას.

უფრო დეტალურად შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი და რაოდენობა იხილეთ ცხრილის სახით:

"საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემხთვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 განკარგულების და აღნიშნული განკარგულების შესაბამისად "საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების გამოვლენის შემთხვევებზე რეაგირების ოპერატიული გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 თებერვლის N56 ბრძანების შესაბამისად, სსიპ - შემოსავლების სამსახურს დაევალა, სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე შესაძლო მოკლე ვადაში უზრუნველყოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გამკაცრება შემოსასვლელი პუნქტებიდან კორონავირუსის დაავადების გავრცელების პრევენციული ღონისძიებების, ასევე, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

თაია არდოტელი
რა დანაკლისს ნახავს საქართველო ირანთან და ჩინეთთან მიმოსვლის აღდგენამდე
რა გავლენა ექნება კორონავირუსს საქართველოს ეკონომიკაზე?
"შავი გედის" ეფექტი, ანუ რა ზარალს მოუტანს ეკონომიკას კორონავირუსი