ევროკავშირი იმედოვნებს,  რომ რუსეთი და უკრაინა ბუნებრივ აირთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ

ევროკომისარმა ენერგეტიკულ საკითხებში, გიუნტერ ეტინგერმა იმედი გამოთქვა, რომ ბერლინში გამართული სამმხრივი მოლაპარაკება, ბოლოს მოუღებს უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ გაუგებრობებს, რომელიც ბუნებრივ აირთან დაკავშირებით არსებობს.

გიუნტერ ეტინგერმა შეადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც რუსეთი ზამთარში და გაზაფხულზეც გაზს მიაწვდის უკრაინას. ხოლო უკრაინა თავის მხრივ, გადაიხდის გაზის ვალს, 2 მილიარდი დოლარის ოდენობით ოქტომბრის ბოლომდე და 1,1 მილიარდს წლის ბოლომდე.

მოლაპარაკებები მიმდინარე კვირას გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინისთვის გაზის მიწოდება ივნისში შეწყვიტა და მიზეზად უკრაინული მხარის არსებული ვალი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაფუჭდა, რაც თებერვალში პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადააყენეს, ხოლო რუსეთმა სეპარატისტებს დაუჭირა მხარი.

მოლაპარაკებებს წინ უსწრებდა უნგრეთის მიერ უკრაინისთვის გაზის შეწყვეტა, რაც უნგრეთმა საკუთარი მარაგების შევსების მიზნით ახსნა.

ეტინგერის თქმით, ”გაზპრომის” მიერ უკრაინული ”ნავთოგაზისთვის” მიწოდებული ბუნებრივი აირის ოდენობა არ განიხილება, კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ მისი ფასი დგას. ”ამჯერად ფასის ოდენობა სასამართლოში გაირკვევა. არც ერთი მხარე არაა დაინტერესებული, რომ იურიდიულად დაასუსუტოს საკუთარი სიტუაცია სასამართლოს წინაშე” - აღნიშნა გიუნტერ ეტინგერმა.