ევროკავშირის ტურიზმის ინდუსტრია კორონავირუსის გამო, დიდ ზარალს განიცდის. მხოლოდ იანვარში დანაკარგმა 1 მლრდ ევრო შეადგინა.
როგორც გამოცემა „ტასი“ წერს, ევროკავშირის ტურიზმს იანვარში 2 მლნ ტურისტი მოაკლდა, რაც თვეში 1 მლრდ ევროს ზარალს უდრის. რაც შეეხება ჩინელ ტურისტებს, რომლებიც ევროპაში მასიურად მოგზაურობდნენ, ორი თვეა თითქმის, არ გამოჩენილან.
გამოცემის ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონს დასახმარებლად 3 მლრდ ევრო გამოუყო, ვინაიდან კორონავისურმა ყველაზე მეტად სწორედ ეს მხარე დააზარალა. ხელისუფლება განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებს ეხმარება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შესახებ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს გახდა ცნობილი. ეპიდემია ჩინეთის ყველაზე ხალხმრავალ ქალაქ ვუჰანში გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადება აღიარა, როგორც საშიში ეპიდემია მთელი მსოფლიოსთვის.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ყველაზე მეტი ინფიცირებული იტალიასა და სამხრეთ კორეაშია. საერთო ჯამში კი, დაავდება მსოფლიოს 65 ქვეყანაში დაფიქსირდა.