რომან კაკულია რკინიგზის პრივატიზებაზე - გარკვეული მინიშნება კანონპროექტში, რომელიც ორმაგი კითხვის შესაძლებლობას იძლევა, უნდა ამოვიღოთ

პრივატიზებას თუ არ ფიქრობენ ამ ეტაპზე, მაშინ გარკვეული მინიშნება კანონპროექტში, რომელიც ორმაგი კითხვის შესაძლებლობას იძლევა, უნდა ამოვიღოთ, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე რომან კაკულიამ რკინიგზის სერვისის პრივატიზების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის პრივატიზებას არავინ გეგმავს, თუმცა, თუ ოპერატორის პრივატიზება იგეგმება, მაშინ ამაზე გულახდილად უნდა ისაუბრონ.

„სწორედ ამიტომ გადავდეთ კენჭისყრა კომიტეტზე - ერთი შეკითხვა დასაზუსტებელია, ზოგადად ინფრასტრუქტურის პრივატიზებაზე არც არის საუბარი, ოპერატორის პრივატიზებასაც არ ფიქრობენ ამ ეტაპზე და ჩვენი შენიშვნა ასეთია, რომ მაშინ გარკვეული მინიშნება კანონპროექტში, რომელიც ორმაგი კითხვის შესაძლებლობას იძლევა, ესეც უნდა ამოვიღოთ და ჩამოვყალიბდეთ, ვგეგმავთ თუ არ ვგეგმავთ. ზოგადად, მე წინააღმდეგი არ ვარ მომსახურების პრივატიზების, თუმცა დღეს თუ არ ვფიქრობთ ამაზე, მაშინ კანონმდებლობამაც არ დატოვოს ორმაგი კითხვის შესაძლებლობა. ეს იქნება ჩვენი შეთავაზება მათთვის და შემდეგ კომიტეტზე ალბათ, ასე ჩამოვყალიბდებით. განცხადებები გაკეთებულია, რომ არ ხდება, მაგრამ თვითონ კანონპროექტი ტოვებს ამის შესაძლებლობას. თუ განცხადებას აკეთებ, რომ არ ვაპირებ ამის პრივატიზებას, მაშინ ეს ჩანაწერი ამოვიღოთ. თუ ვაპირებთ, მაშინ გულახდილად ვილაპარაკოთ, ვთქვათ არგუმენტები, რა ტიპის კონკურენციას ველოდებით,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.