ყაზახეთში ქართული მანდარინის პარტია გაანადგურეს

ყაზახეთში, კერძოდ, ქალაქ ნურ-სულთანში საქართველოდან ექსპორტირებული, 1,2 ტონა ინფიცირებული მანდარინი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ნურ-სულთანში ფიტოსანიტარული კონტროლის დროს, კარანტინის ინსპექციამ საქართველოდან იმპორტირებული მანდარინის დიდი ტვირთი გამოავლინა, რომელიც ჭიით იყო დაავადებული.

მავნებლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ინსპექტორმა 1210 კგ მანდარინი გაანადგურა“,- ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული საქმე აღიძრა, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროდუქტის მფლობელ ბიზნეს-სუბიექტს ჯარიმა დაეკისრება.

როგორც ცნობილია, აღნიშული ჭია აზიანებს როგორც ბოსტნეულს, ისე ხილს და ანადგურებს მცენარეებს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოში მანდარინის მოსავალმა 50 ათას ტონაზე მეტ შეადგინა. ამასთან, 2019 წლის სექტემბრიდან, 2020 წლის იანვრის ნახევრის ჩათვლით, 31 ათასი ტონის, ანუ მოსავლის 62%-ის ექსპორტირება მოხდა.

ნინი ქეთელაური