„თბილის ენერჯის“ ინფორმაციით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აბონენტები მომსახურების მიღებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.
მათივე ცნობით, ცხელი ხაზი ამ პერიოდის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ნორმებისა და პრევენციული ზომების გათვალისწინებით შეგახსენებთ, რომ „თბილისი ენერჯის“ მომსახურების მიღება შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად. გაცნობებთ, რომ ცხელი ხაზი ამ პერიოდის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ტელ: ცხელი ხაზი 2 40 40 04. სწრაფი რეაგირების სამსახური 114 . შესაბამისად, მომსახურების მისაღებად არ დაგჭირდებათ მომსახურების ცენტრებში მისვლა, გარდა აუცილებელი ან განსაკუთრებული შემთხვევებისა. აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია „თბილისი ენერჯი“ აქტიურად ახორციელებს ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევეცნიულ ღონისძიებებს. კომპანიის ყველა მომსახურების ცენტში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. ამასთან, კომპანია ატარებს ყველა იმ აუცილებელ ღონისძიებაც, რომელიც გაცემულია შესაბამისის სახელმწიფო სამსახურების მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.