1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7835 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7835 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7835 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7905 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0858 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0782 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0076 ლარი შეადგინა.