გერმანელი პროფესორი, მედიცინის დოქტორი, დიტრიხ ფონ შვეინიცი მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკიდან "ნიუ ჰოსპიტალსს" მეორედ 2020 წლის მარტში ეწვევა და ბავშვებს ოპერაციებს ჩაუტარებს.
პროფესორი საქართველოში ერთი კვირით ჩამოვა და ამ პერიოდის განმავლობაში სრული დატვირთვით იმუშავებს. პაციენტების შერჩევა კი წინასწარ ხდება. შევინიცთან მოხვედრის მსურველებს საშუალება აქვთ უფასო კონსულტაცია გაიარონ "ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელთან გოგა ბახტაძესთან, რომელიც უშუალოდ გერმანელ ქირურგთან შეთანხმებით გადაწყვეტს, პაციენტს შვეინიცი ჩაუტარებს თუ არა ოპერაციას.
როგორც გოგაბახტაძე განმარტავს, შვეინიცს 40 წლიანი გამოცდილება აქვს თანდაყოლილი პათოლოგების თანამედროვე მეთოდებით გამოკვლევისა და მკურნალობაში.
"შვეინიცი არის გერმანიის და არა მარტო გერმანიის, არამედ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ბავშვთა ქირურგი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელი. ის სხვადასხვა პათოლოგიების ქირურგიულ მკურნალობას წარმატებით ატარებს. მათ შორისაა: საყლაპავის და ნაწლავის ატრეზიები, კლოაკა, თანდაყოლილი ფისტულები, ჰირშპრუნგის დაავადება, ღვიძლის და სანაღვლე გზების პათოლოგიები. ის მუშაობს ბავშვთა ონკოლოგიაშიც და ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების ქირურგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დარგია ბავშვთა ქირურგიაში. შვეინიცი მუშაობს ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს ბავშვთა ქირურგის მხრიდან ოპერაციულ ჩარევას. გარდა ამისა, ბავშვთა ქირურგიასა და ბავშვთა ონკოლოგიაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. ამ რანგის და ასეთი გამოცდილებისმქონე სპეციალისტის ჩამოსვლა დიდი პატივია როგორც ჩვენი კლინიკისთვის, ისე ზოგადად ქართული მედიცინისთვის," - განმარტავს გოგა ბახტაძე.
როგორ მოხდება პროფესორ შვეინიცისთვის პაციენტების შერჩევა?
პაციენტების შერჩევა ხდება წინასწარ, უშუალოდ შვეინიცთან შეთანხმებით. პრეკონსულტაციას გადიან ჩემთან, რის შედეგადაც ხდება პაციენტების დიაგნოზის შეთანხმება გერმანელ პროფესორთან და იმის გადაწყვეტა, თუ რამდენად საჭიროებს ის ქირურგიულ ჩარევას და საჭიროებს თუ არა უშუალოდ გერმანელის მხრიდან ჩარევას. უკვე გვყავს რამდენიმე პაციენტი, რომელსაც მარტში შვეინიცი ჩაუტარებს ოპერაციას. შერჩევის პროცესი კი გრძელდება. ამ შემთხვევაში პირველადი კონსულტაცია უფასოა.პირველ ვიზიტზე მან უკვე ჩაატარა არაერთი რთული ოპერაცია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჰირშპრუნგის დაავადების გამო ჩატარებული ოპერაცია. პაციენტი მანამდე რამდენჯერმე იყო ნაოპერაციები, თუმცა წარმატებით მხოლოდ შვეინიცის მიერ ჩატარებული ოპერაცია დასრულდა. ამ ეტაპზე ბავშვი სრულად არის გამოჯანმრთელებული ამ ურთულესი დაავადებისგან.
თქვენ და სხვა ქართველი ქირურგები თუ იქნებით ჩართული ოპერაციებში?
შვეინიცი უკვე მეორედ ჩამოდის საქართველოში ოპერაციების ჩასატარებლად. პირველი ვიზიტის დროს "ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ქირურგები ჩართული ვიყავით ოპერაციებში. ასე მოხდება ამჯერადაც. გერმანელი პროფესორი თავად ჩაატარებს ოპერაციებს, უბრალოდ ამ პროცესში ჩავერთვებით ქართველებიც.
საქართველისთვის რამდენად მნიშვნელოვანია შვეინიცის ვიზიტი და გერმანული გამოცდილების გაზიარება?
ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც პაციენტებისთვის, ისე ქართველი ექიმებისთვის. ბევრ დიაგნოზზე, რომლის მოსაგვარებლადაც შვეინიცი ჩამოდის, ქართველი ქირურგებიც ვმუშაობთ. თუმცა კვალიფიკაციის ამაღლება ყოველთვის საჭიროა. მედიცინა არის დარგი, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება. საჭიროა, რომ ქართველი ექიმები განვითარების აღნიშნულ ტემპს არ ჩამოვრჩეთ. აღნიშნულისთვის კი უცხოელი პროფესორების ვიზიტი საუკეთესო საშუალებაა. ქართველი ქირურგები შვეინიცთან მუშაობით კვალიფიკაციის ამაღლებას და საინტერესო გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ. შვეინიცის უდიდეს სკოლას, მის მიერ დატოვებულ გამოცდილებას ქართველი ექიმები ისევ ქართველი პაციენტებისთვის გამოვიყენებთ. როგორც უცხოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად წასვლაა მნიშვნელოვანი, ასევეა საქართველოში უცხოელი ექიმების ვიზიტი და მათთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა.
რა სერვისებს სთავაზობს პაციენტებს "ნიუ ჰოსპიტალსი" ბავშვთა ქირურგიის მიმართულებით?
კლინიკა სთავაზობს ფართო სპექტრის ბავშვთა ქირურგიულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც ამბულატორიულ სერვისებს, ასევე ქირურგიულ მომსახურებას 24 საათის განმავლობაში. მათ შორისაა: ბავშვთა თორაკალური ანუ გულმკერდის ქირურგია, მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგია, თიაქრების ქირურგია. ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს როგორც მწვავე, ასე ქრონიკული პათოლოგიების მკურნალობას, შესაბამისად, გვაქვს გეგმიური და გადაუდებელი ქირურგიული მომსახურება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენთან ხელმისაწვდომია ბავშვთა ლაპაროსკოპიული ქირურგია. ეს ქართულ ბავშვთა ქირურგიაში შედარებით ახალი სიტყვაა და ყველგან არ კეთდება.
ყველაზე ხშირად რომელი ქირურგიული ოპერაციები კეთდება ხოლმე?
ყველაზე ხშირი ოპერაცია, რომელიც ჩვენთან კეთდება და ზოგადად, ბავშვებში მეტად გავრცელებული დიაგნოზია, არის მწვავე აპენდიციტი. "ნიუ ჰოსპიტალსში" ეს ოპერაცია, როგორც წესი, ლაპაროსკოპიული ანუ მცირე ინვაზიური გზით კეთდება, რაც მეტად დამზოგველი ტრადიციულ მეთოდთან შედარებით. კლინიკის ბავშვთა ქირურგების უმეტესობა კარგად ფლობს ლაპაროსკოპიულ ტექნიკას, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ პაციენტებს მეტი კომფორტი შევუქმნათ.ასევე, ხშირია თიაქრის გამო ოპერაციები ბავშვთა ასაკში, ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვლის ოპერაციული მკურნალობა. კეთდება სხვადასხვა სახის სიმსივნური წარმონაქმნის ამოკვეთა. საჭიროების შემთხვევაში ვაკეთებთ უფრო რთული კატეგორიის ოპერაციებსაც, როგორიცაა: დაიფრაგმაზე ოპერაციული ჩარევა, ფილტვებზე ქირურგიული ჩარევა, სხვადასხვა სახის გაუვალობაზე ოპერაციული ჩარევა. მათ შორის მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჰირშპრუნგის დაავადების გამო გამოწვეული გაუვალობის ოპერაციული ჩარევები. მისი დიაგნოსტიკა ჩვენთან ხდება ნაწლავიდან ბიოფსიის აღებით, რაც ამ დაავადების დადგენის ოქროს სტანდარტად ითვლება თანამედროვე მედიცინაში.
როგორია კლინიკის ტექნოლოგიური აღჭურვილობა?
გერმანელ პროფესორს შეზღუდვები ხომ არ ექნება აპარატურის გამო?"ნიუ ჰოსპიტალსი" აღჭურვილია უახლესი და მაღალი ხარისხის სამედიცინო აპარატურით. პროფესორ შვეინცს არანაირი შეზღუდვა არ შეექმნება. თანამშრომლობის დაწყებამდე დოქტორი საქართველოში იყო ჩამოსული და კლინიკის ტექნიკური შესაძლებლობები და აპარატურული ბაზა შეამოწმა. მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდა "ნიუ ჰოსპიტალსში" სხვადასხვა სახის ურთულესი ოპერაციის გაკეთებას. როგორც შვეინცმა აღნიშნა, კლინიკაში ბევრი ისეთი აპარატიც გვაქვს, რომელიც უახლესია და გერმანიის კლინიკებშიც კი არ არის მასიურად.
ზოგადად, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ "ნიუ ჰოსპიტალსი" აღჭურვილობის მხრივ ამეირკავკასიის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა.უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190