„მეზობელ ქვეყნებთან კონსულტაციების შედეგად, აზერბაიჯანი და სომხეთი ირანიდან ტვირთებსა და ფიზიკურ პირებს საქართველოში გამოატარებენ"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეზობელ ქვეყნებთან კონსულტაციების შედეგად, აზერბაიჯანი და სომხეთი ირანიდან საქართველოსკენ მომავალ ტვირთებსა და ფიზიკურ პირებს გამოატარებს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი აცხადებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, რათა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებები მათთან ერთად დააკორდინიროს.

„რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებმა, შემქნილი ვითარების გამო, საზღვარი დახურეს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. შექმნილი ვითარების გამო გადაადგენილების პრობლემა შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მოდიან ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგად მოგვარებულია დღევანდელ დღეს ეს პროლბემა და სატვირთო საშუალებები უკვე გამოტარებულია საზღვარზე, მოემგზავრებიან საქართველოსკენ. სომხეთის რეპუბლიკასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ ფიზიკური პირები, რომლებიც მოდიან ირანის ისლამური რესპუბლიკიდან სომხეთ- ირანი საზღვრიდან სპეციალური ტრანსპორტითს და სპეციალური კორიდორის მეშვეობით ტრანსპორტირებულები იყვნენ საქართველო- სომხეთის საზღვრამდე“, - განაცხადა ხვთისიაშვილმა.