შემოსავლების სამსახური საკარანტინო სივრცეში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრთა გადაყვანის პროცესის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს

საკარანტინო სივრცეში მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრთა გადაყვანის პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს შემოსავლების სამსახური 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საქართველოს მასშტაბით, საკარანტინო სივრცეები, (საველე კარვები) ყველა საერთაშორისო აეროპორტსა და საბაჟო გამშვები პუნქტების მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა.

ექიმი-ეპიდემიოლოგების მიერ ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ საეჭვო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მგზავრები მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დროებით საველე კარვებში განთავსდებიან. მგზავრთა გადაადგილების შესახებ ინფორმაციის დამუშავების პროცესში, შემოსავლების სამსახური 24-საათიან რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან.