“ტვიტერი“ საკუთარ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდებს

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, “ტვიტერი“ საკუთარ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჰონგ-კონგში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში თანამშრომლებისთვის დისტანციურად მუშაობა სავალდებულოა.

გარდა ამისა, “ტვიტერმა“ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში დასაქმებულ 5,000-მდე თანამშრომელს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდა.

კომპანიის განმარტებით, მათი მიზანია, ამ ნაბიჯით კომპანიასა და მთელს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შესაძლებლობა შეამცირონ.