კორონავირუსის გამო, ავიაკომპანია Ryanair-ი იტალიაში ხანმოკლე რეისების 25%-ს სამი კვირის განმავლობაში, 17 მარტიდან 8 აპრილამდე, აუქმებს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ყველა მგზავრს, ვისაც ეს გადაწყვეტილება ეხება, ამის შესახებ SMS-ითა და ელფოსტით ეცნობა.
მათივე ინფორმაციით, მგზავრებს საშუალება აქვთ, თანხის უკან დაბრუნება მოითხოვონ, ხელახლა დაჯავშნონ ბილეთი ან მარშრუტი შეიცვალონ.