სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი სასტუმროებში დასაქმებულების შესაძლო შემცირებაზე საუბრობს.
„მე ჩემს თანამშრომლებს ვუთხარი, რომ ყველანაირი თანხის შემოსვლა იქნება გამჭვირვალე. დღეს ჩვენ ვმუშაობთ სახლის პრინციპით, ანუ რაც გადასახდელი გვექნება კომუნალურები გადავიხდით თუ შევძლებთ, ხოლო ამის შემდეგ თუ დაგვრჩება თანხები, მას გავანაწილებთ ხელფასებზე. ზოგს შეიძლება 100 ლარი შეხვდეს,ზოგს- 200, ზოგს კი არაფერი. ფაქტობრივად, ამ ეტაპზე თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გვყავს", - განაცხადა ალავერდაშვილმა.