საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი გაიზარდა - რომელი პროდუქტებია წამყვან პოზიციებზე

მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ხილის ექსპორტი 39,4%-ით, ბოსტნეულის კი - 11%-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში ხილისა და კაკლის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,138 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ხილისა და კაკლის მოცულობა, მთლიან საექსპორტო პროდუქტებს შორის 2,7% იყო.

ჯგუფში წამყვან პოზიციებს იკავებდა: მანდარინი - 2, 928 მლნ აშშ დოლარი, თხილი - 2, 725 მლნ აშშ დოლარი, ბანანი (რეექსპორტი)- 340,4 ათასი აშშ დოლარი, ფორთოხალი - 221,7 ათასი აშშ დოლარი, ვაშლი - 152,7 ათასი აშშ დოლარი.

ეს მაშინ, როდესაც 2019 წლის იანვარში ხილისა და კაკლის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლმა 5,120 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიან საექსპორტო პროდუქტებს შორის კი, ხილისა და კაკლის მოცულობა 2, 1%-ს შეადგენდა.

ამასთან, 2019 წლის იანვარში წამყვან პოზიციებზე იყო: თხილი - 2, 075 მლნ აშშ დოლარი, მანდარინი - 1,760 მლნ აშშ დოლარი, ფისტა - 369,6 ათასი აშშ დოლარი, ვაშლი - 339,3 ათასი აშშ დოლარი, ბანანი (რეექსპორტი)- 141,9 ათასი აშშ დოლარი, კაკალი - 137,6 ათასი აშშ დოლარი.

რაც შეეხება ბოსტნეულს, 2020 წლის იანვარში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლმა 1,260 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მთლიან საექსპორტო პროდუქტებს შორის, ბოსტნეულის წილი 0 5% იყო.

ჯგუფში წამყვან პოზიციებზეა: კიტრი - 136,6 ათასი აშშ დოლარი, სოკო - 122,5 ათასი აშშ დოლარი და ბადრიჯანი - 112,3 ათასი აშშ დოლარი.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ბოსტნეულის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლმა 1,135 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ბოსტნეულის წილი, მთლიან საექსპორტო პროდუქტებში 0,5% იყო.

ჯგუფში წამყვან პოზიციებს იკავებდა: კიტრი - 324, 1 ათასი აშშ დოლარი, პომიდორი - 252, 4 ათასი აშშ დოლარი და კარტოფილი - 107, 5 ათასი აშშ დოლარი.

ნინი ქეთელაური