თბილისში, ვერაზე იყიდება ბინა, რომლის ღირებულება 4 890 550 ლარს (1 756 980 დოლარი) შეადგენს.
როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 630 კვ.მ-ია.
ბინა არის ახალაშენებულ კორპუსში. აქვს 6 ოთახი, აქედან 3 საძინებელია, ასევე, 2 მისაღები ოთახი, 1 სალონი-ოთახი, 1 სამზარეულო, 1 ბარი, 5 სველი წერტილი.
„ასევე 1 ფინური საუნა, 3 ვერანდა, 1 აივანი, 3 საგარდერობო-ოთახით, უმაღლესი ხარისხის თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით, ჩაშენებული კარადებით, ძვირფასი საყოფაცხოვრებო ინვენტარით, მეტალოპლასტმასის ფანჯრებით, გრანიტის იატაკით, ბუხრით, კონდეციონერებით, იატაკქვეშა და ცენტრალური გათბობით, 1 ავტოფარეხი, სიგნალიზაციით, ვიდეო-კონტროლით, დაცული სადარბაზოთი, ლამაზი ხედებით თბილისზე. (სახლში გამოყენებულია ნატურალური ხის და ქვის მასალა),“-აღნიშნულია განაცხადში.