ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსის აფეთქების პიკის დროს ქვეყნის დასაქმებულებიდან ყოველი მეხუთე პირი შესაძლოა, სამსახურში ვერ გამოცხადდეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მთავრობამ დღესვე კორონავირუსთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ პოლიციამ კონცენტრაცია უნდა მოახდინოს მხოლოდ სერიოზულ დანაშაულებებზე და შეინარჩუნოს საზოგადოებრივი წესრიგი იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველების დიდი რაოდენობა სამსახურებში ვერ მივა.
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვირუსზე ანალიზი 13 525 პირს აუღეს, საიდანაც 13 485-მა ნეგატიური მაჩვენებელი აჩვენა.