სამხრეთ კორეა კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად 9,8 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას აპირებს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჩუნგ უი ჰვამ განაცხადა.
„სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, დამატებითი ბიუჯეტის გამოყოფის საკითხს მთავრობა ეროვნულ ასამბლეას ხუთშაბათს წარუდგენს დასამტკიცებლად.
ჩუნგ უი ჰვამ განაცხადა, რომ ახალმა კორონავირუსმა გაცილებით უარყოფითი ზემოქმედება მოახდინა სამხრეთ კორეის ეკონომიკაზე, ვიდრე მწვავე რესპირატორულმა სინდრომმა (SARS) და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულმა სინდრომმა (MERS). აღსანიშნავია, რომ 2015 წელს MERS-თან გასამკლავებლად სამხრეთ კორეამ 9.76 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.
შეგახსენებთ, ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაშია დაფიქსირებული, სადაც 5 300 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 32-ია.