როგორი უნდა იყოს კომპანიების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა 2020 წელს და რა ხდება ამ კუთხით საქართველოში

„ბლუმბერგის“ ცნობით, 2020 წლის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი ტრენდებია: გამჭვირვალობა, ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევა, თანამშრომლების მხარდაჭერა, სტრატეგიულ მიზანზე და არა ყოველდღიურ საქმიანობაზე მორგებული აქტივობები. 1970 წლის შემდეგ, როდესაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კონცეფცია ჩამოყალიბდა, მისი ტრენდები მეტ-ნაკლებად იცვლება, თუმცა ერთი რამ რჩება უცვლელად: კომპანიებმა კარგად უნდა შეისწავლონ გლობალური თუ ლოკალური გამოწვევები და პრობლემები და მათ შესაბამისად შეიმუშაონ სამოქმედო სტრატეგია.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოშიც მეტად აქტუალური გახდა უკანასკნელ წლებში. ბაზარზე რამდენიმე გამორჩეული კომპანიაა, რომლებსაც ძლიერი CSR კამპანია აქვთ შემუშავებული და მის განხორციელებაზე აქტიურადაც მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანია „სოკარი“, რომელიც აქტიურად ზრუნავს ადგილობრივი გამოწვევების მოგვარებაზე და ამავდროულად, იზიარებს CSR-ის გლობალურ ტრენდებს, როგორიცაა: გამჭვირვალობა, გარემოზე ზრუნვა და გამონაბოლქვის შემცირება.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დაარსების დღიდან სოციალურად აქტიური კომპანიაა და ყოველთვის ჩართული იყო საქველმოქმედო პროექტებში. თუმცა უფრო ეფექტური და მდგრადი შედეგის მისაღწევად 2018 წელს ჩამოვაყალიბეთ 5 სტანდარტის პლატფორმა და ჩვენს სოციალურ საქმიანობასაც სისტემური ხასიათი მიეცა. აღნიშნულ 5 მიმართულებაზე აქტიურად ვმუშაობთ და ხანგრძლივ შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს მუდმივად ვახორციელებთ,“ - განმარტავს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ მარკეტინგის მენეჯერი თათული ანთიძე.

რომელია „სოკარის“ „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ და რა პრინციპით მოხდა მათი შემუშავება?

მიმართულებების შერჩევა საქართველოში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესაბამისად მოხდა. ვცდილობთ, ჩვენი პროექტები იყოს გრძელვადიანი და მდგრად შედეგზე ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, განხორციელებული პროექტებით მართლა პოზიტიურად შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება თუ ცნობიერება და მას არ ჰქონდეს ერთჯერადი დახმარების ხასიათი. სწორედ ეს განასხვავებს CSR-ს ქველმოქმედებისგან.

ჩვენი სტრატეგიის 5 მიმართულება კი ასე გამოიყურება: გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ქალთა გაძლიერება და შშმ პირებისა და ხანდაზმულების მხარდაჭერა.

გარემოს დაცვის კუთხით როგორია თქვენ მიერ განხორციელებული პროექტები?

გარემოს დაცვის მიმართულებით ჩვენი პროექტების მთავარი მიზანი ტყეების აღდგენა და შენარჩუნებაა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კუთხით გავაკეთეთ, ბორჯომის ხანძრის მერე 2 ჰექტრის აღდგენაში მონაწილეობაა. გარდა ამისა, სხვადასხვა ლოკალურ პროექტსაც ვახორციელებთ. მაგალითად, ჩავერთეთ პროექტში „გაამწვანე ვარკეთილი“, გავაკეთეთ რუსთავის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ასევე, ლანჩხუთის ერთ-ერთი სოფლის პარკის რეაბილიტაცია.

ინოვატორული იყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც მზის პანელები დავამონტაჟეთ დიღმის ტრასაზე არსებულ სადგურზე. აღნიშნული პანელები გამოიმუშავებენ ენერგიას, რომლითაც მარაგდება ამავე სადგურზე არებული „ვეი მარტის“ მარკეტი.

ერთ-ერთი პირველები ვიყავით, რომლებმაც სადგურზე დაამონტაჟეს ელექტროდამტენები და ამ დროისთვის ყველაზე დიდი ქსელი გვაქვს როგორც სწრაფი, ასევე სტანდარტული დამტენების. მთელი ტრასა დავფარეთ და შესაძლებელი გავხადეთ, რომ ელექტრომობილი თბილისიდან ბათუმამდე მხოლოდ 1 საათის შეყოვნებით ჩავიდეს.

თითოეული ამ პროექტით, გამონაბოლქვის შემცირებითა თუ ჟანგბადის გამოყოფის ზრდით გარემოს დაცვას ვუწყობთ ხელს გრძელვადიან პერსპექტივაში.

გარემოს დაცვა თქვენთვის, როგორც ნავთობპროდუქტების მომწოდებელი კომპანიისთვის, განსაკუთრებით აქტუალურია. საწვავის ხარისხის კონტროლს რა მექანიზმებით ახორციელებთ?

ჩვენ მიერ რეალიზებული საწვავის ხარისხი არის ევრო 5 სტანდარტის. მხოლოდ ერთი ტიპის საწვავი, დიზელი გვაქვს ევრო 4-ის სტანდარტის, რომელიც შემოდის აზერბაიჯანიდან. სხვა ყველა პროდუქტი ევროპის ქვეყნებიდან შემოდის და სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს.

თუმცა ხარისხის განსაზღვრისას მხოლოდ მომწოდებელს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ძალიან მნიშვნელოვანია, საწვავის მიღების შემდეგ როგორ ხორციელდება მისი ტრანსპორტირება, შენახვა და მოვლა. ჩვენ გვაქვს როგორც მოძრავი, ისე სტანდარტული ლაბორატორიები, სადაც ვამოწმებთ სინჯებს მიწოდების ყველა ეტაპზე. სისტემატიურად ვწმენდთ რეზერვუარებს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომხმარებლამდე მივიდეს იმ ხარისხის საწვავი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ მომწოდებლისგან.

ახალგაზრდების მხარდაჭერას რა პროექტებით ახერხებთ?

გასულ წელს მხარი დავუჭირეთ პროექტს „ფეხბურთი მშვიდობისთვის“. ეს არის ეთნიკური უმცირესობებისთვის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატი.

ჩვენთვის საამაყოა პროექტი, რომელიც მევლუდ მელაძის ავტოსკოლის მხარდაჭერას და დახმარებას გულისხმობს. ამით 14-18 წლის ახალგაზრდებს ვეხმარებით ავტომობილის მართვისა და საგზაო უსაფრთხოების წესების შესწავალაში როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითებისთვის. ავტოსკოლის კონცეფცია სწორედ ამით არის გამორჩეული, რომ ახალგაზრდებს ორივე: მძღოლისა და ქვეითის რანგში შევასწავლით ყველაფერს. დღეს საქართველოში გზებზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, გარდატეხა მოვახდინოთ, ტენდენცია შევცვალოთ და გვყავდეს უფრო მეტი კულტურული მძღოლი და ქვეითი. გზებზე სიარული უსაფრთხო უნდა გახდეს. ეს პროექტი არა მხოლოდ ახალგაზრდების მხარდაჭრის, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

უსაფრთხოების კუთხით კიდევ რა აქტივობები განახორციელეთ?

ჩვენს სტრატეგიაში უსაფრთხოება ორ ნაწილად იყოფა. ერთი არის თანამშრომლების უსაფრთხოება. სა­ქარ­თვე­ლო­ში „სო­კა­რის“ ჰოლ­დინ­გის ყვე­ლა კომ­პა­ნია ნერ­გავს და მო­მა­ვალ­შიც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს H&S სის­ტე­მებს იმი­სათ­ვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს და­ცუ­ლი პერ­სო­ნა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე. მათ ვუტარებთ შიდა ტრენინგებს უსაფრთხოების თემაზე. თითოეულ თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზღვევის საკმაოდ კარგი პაკეტით უზრუნველვყოფთ.

მეორე მიმართულება კი, როგორც უკვე გითხარით, გზებზე უსაფრთხოებაა. არაერთი კამპანია განვახორციელეთ, რომლის ფარგლებშიც ქვეითებს მოვუწოდებდით, გადასულიყვნენ ზებრებზე, მძღოლებს კი - გზა დაეთმოთ ქვეითებისთვის ზებრებზე. ჩვენი მიზანია, ორივე სახის კომუნიკაცია გვქოდეს საზოგადოებაში, რადგან დარღვევები ორივე მხიდან გვხვდება. მძღოლიც შეიძლება აღმოჩნდეს ქვეითის მსხვერპლი, რომელიც ზებრაზე არ გადადის.

ქალთა გაძლიერება თქვენი სტრატეგიის ნაწილია. კომპანიაში მაღალი რგოლის მენეჯმენტში ქალი დასაქმებულები თუ გყავთ?

კომპანიაში, მაღალი რგოლის მენეჯმენტში საკმაოდ თანაბრად არის გადანაწილებული ქალების და მამაკაცების თანაფარდობა. ამ მხრივ დისკრიმინაცია გამორიცხულია. თუმცა ქალთა გაძლიერება მხოლოდ კომპანიის ადმინისტრაციაში დასაქმებით არ გამოიხატება. ჩვენ ვეხმარებით ქალებს, რომლებსაც ე.წ. არატრადიციულ ადგილებზე სურთ მუშაობა. მაგალითად, ამ დროისთვის გვყავს 4 ჩამსხმელ-ოპერატორი ქალი. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ არ არსებობს სეპარირებულად ქალებისთვის და კაცებისთვის განკუთვნილი საქმე. ამის დასტურია ისიც, რომ ხელს ვუწყობთ მამაკაცებს, „ვეი მარტის“ მარკეტებში კონსულტანტებად იმუშაონ.

ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს კამპანიას „ქალი ვიცი მე საჭესთან“. ეს იყო საკომუნიკაციო კამპანია, რომ დაგვემსხვრია სტერეოტიპები ქალ მძღოლებთან დაკავშირებით და გარკვეულ შედეგს მივაღწიეთ კიდეც.

კომპანია ამაყობს პროექტით, რომლის ფარგლებშიც გასულ წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დავნერგეთ სქესობრივი დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროვების პრევენციის მექანიზმი. დიდი იმედი გვაქვს, არავის დასჭირდება მისი გამოყენება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თითოეულ თანამშრომელს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული მექანიზმით სარგებლობა.

შშმ პირთა და ხანდაზმულთა მხარდაჭერის თვალსაზრისით რამდენად წარმატებულია თქვენი პროექტები?

ვაფინანსებთ ძალიან კარგ პროექტს, რომელსაც ჰქვია „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“. ეს არის შშმ პირების სპორტული ბანაკი, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიურად ტარდება სპორტული აქტივობები. მონაწილეები სპორტის თითქმის ყველა სახეობით არიან დაკავებული, მათ შორისაა: პარაპლანით ფრენა, გოლფი, ბილიარდი, მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდის სროლა და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შშმ პირები არა მხოლოდ სახლებიდან გამოვიდნენ, არამედ ფიზიკურად აქტიურები იყვნენ. შედეგი ცალსახაა, რადგან პროექტი წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება. ორი წლის წინ 250 მონაწილე გვყავდა, გასულ წელს - 550. წელს კიდევ უფრო მეტს ველოდებით.

ავტოგასამართ სადგურებზე საპირფარეშოების ადაპტაცია მოვახდინეთ. ჩვენი მიზანია სრულად დავფაროთ ტრასა და სამუშაოების უმეტესი ნაწილი უკვე დასრულებულია. გარდა ამისა, თითოეულ გაზგასამართ სადგურზე გვაქვს ეტლი, რომლის საშუალებითაც შშმ პირი მანქანიდან გადმოსვლას და ავზის ბუნებრივი აირით გავსებას უპრობლემოდ შეძლებს. ამ პროექტის გაკეთება ერთმა შემთხვევამ გადაგვაწყვეტინა. ჩვენს გაზგამასართ სადგურზე შშმ პირმა ვერ შეძლო მომსახურების მიღება, რადგან თან არ ჰქონდა ეტლი. უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე კი ბუნებრივი აირით გავსების დროს მანქანაში არავინ უნდა იჯდეს. ამ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ მომენტალურად მივიღეთ გადაწყვეტილება და ახლა ყველა ჩვენს გაზგასამართ სადგურზე ეტლია.

რაც შეეხება ხანდაზმულთა მხარდაჭერას, მრავალი წელია, ზესტაფონის კათარზისს ვუჭერთ მხარს.

როგორ ახერხებთ, რომ CSR კამპანიებს მდგრადი და ხანგრძლივი ეფექტი ჰქონდეს?

პირველ რიგში, არ ვაკეთებთ ერთჯერად პროექტებს. მდგრადი შედეგის მიღწევაში კი ძალიან გვეხმარება პარტნიორობები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს. ვცდილობთ, ვითანამშრომლოთ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც კონკრეტულ სფეროში უფრო მეტი კომპეტენცია და გამოცდილება აქვთ. მაგალითად, ქალების გაძლიერების საკითხში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ. ისინი გვეხმარებიან, რომ პროექტები სწორად ვაკეთოთ და რეალურ შედეგზე ორიენტირებულები ვიყოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შშმ პირთა მხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობა, რადგან ჩვენ შეიძლება გულწრფელად გვინდოდეს დახმარება, მაგრამ არ ვიცოდეთ, როგორ გავაკეთოთ ეს.

რამდენად მნიშვნელოვანია, რომ 21-ე საუკუნეში კომპანიას ჩამოყალიბებული CSR სტრატეგია ჰქონდეს და ერთჯერად პროექტებს არ ახორციელებდეს?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი კერძო კომპანია, განსაკუთრებით, კი დიდი მასშტაბის კომპანია, საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლიანი უნდა იყოს, უნდა გრძნობდეს საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობას და თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებასა თუ მათი პრობლემების აღმოფხვრასა და პრევენციაში.

ქველმოქმედება არის ძალიან კარგი, მივესამლებით მას, მაგრამ როდესაც არსებობს CSR სტრატეგია და მას აქვს სისტემური სახე, პროექტები არის ჩაშლილად დაგეგმილი, უფრო კარგი და მდგრადი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი.