ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრიტანული ბრენდი „მატალანი“ საქართველოში პირველ მაღაზიას გახსნის

ევროპისა და აზიის შემდეგ საქართველოში ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი ბრიტანული ბრენდი „მატალანი“ შემოდის.

„მატალანი“ ათობით ქვეყანაში ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქციით არის ცნობილი და ამ ნიშას წლებია ინარჩუნებს. კონკრეტულად, დიდ ბრიტანეთში მაღალი მოთხოვნის გამო ბრენდი 250-მდე მაღაზიით არის წარმოდგენილი და 12 მილიონი ოჯახი მისი მუდმივი მომხმარებელია. ხოლო ევროპისა და აზიის ქვეყნებში ბრენდს უკვე 50-მდე ფილიალი აქვს.

პროდუქციის მრავალფეროვნების გამო, მატალანის მაღაზიებში ყველა ასაკის ადამიანისთვის როგორც ტანსაცმლის, ისე ფეხსაცმლის შერჩევაა შესაძლებელი. ასევე, მომხმარებლებს კომფორტს უქმნის საოჯახო აქსესუარების მრავალფეროვნებაც, რომელიც ასევე, ხარისხიანი და ხელმისაწვდომია. მისი საოჯახო აქსესუარები დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერიერის დიზაინერებში, „ინსტაგრამ“ ინფლუენსერებსა და უბრალოდ, მომხმარებლებში, რომელთაც ბინის ხელმისაწვდომ ფასებში განახლება სურს. იგივე შეიძლება ითქვას ტანსაცმელსა და აქსესუარებზეც.

„მატალანი“ პირველ მასშტაბურ მაღაზიას საბურთალოს „სითი მოლში“ გახსნის. 1500 კვადრატულ მეტრზე განთავსდება ქალის, მამაკაცის, ბავშვის სამოსი და აქსესუარები, ასევე სახლის ტექსტილი და დეკორატიული ნივთები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე ტენდენციებთან.

კომპანია ქართველ მომხმარებლებს სურპრიზებით ხვდება: 5 მარტს, 20:00 საათზე გახსნის გრანდიოზულ ცერემონიალზე მოსული თითოეული მომხმარებელი სრულ კოლექციაზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს, ხოლო პირველი 50 სტუმარი, რომელიც შენაძენს გააკეთებს, „მატალანის“ სასაჩუქრე ბარათით დასაჩუქრდება.

ბრიტანული ბრენდის შემოსვლას ბენდი Cover City სწორედ ლივერპულელი ოთხეულის „ბითლზის“ კომპოზიციებით გააფორმებს. კომპანია თითოეულ სტუმარს ფართო ასორტიმენტს, ხელმისაწვდომ ფასებს და უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.

(R)