10 პროდუქტი, რომელიც თებერვალში ყველაზე მეტად გაძვირდა საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის თებერვალში გასული წლის თებერვალთან შედარებით 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის 2 მაჩვენებელი 3.8 პროცენტით განისაზღვრა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც თებერვალში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:

  • ნიორი - 220.43%-ით;
  • საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.29%-ით;
  • წიწიბურა - 63.27%-ით;
  • საზამთრო - 55.69%-ით;
  • ვაშლი - 48.21%-ით;
  • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 33.84%-ით;
  • ჭარხალი - 33.02%-ით;
  • იმერული ყველი - 29.77%-ით;
  • ქათმის ბარკლები - 29.54%-ით;
  • ლიმონი - 29.52%-ით.

თაია არდოტელი