რა მოცულობის პროდუქტი გაანადგურა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, 2019 წელს 32 632 ცალი კვერცხი განადგურდა, რაც 36,9%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებლთან შედარებით.

2018 წელს 23 825 ერთეული კვერცხი განადგურდა.

რაც შეეხება სხვა განადგურებულ პროდუქტებს, გასულ წელს, 2018 წელთან შედარებით მათი მოცულობა შემცირდა.

კერძოდ, სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს 34 622კგ ხორცი და ხორცპროდუქტები განადგურდა, რაც 3-ჯერ ნაკლებია წინა წლის მაჩვენებლთან შედარებით. 2018 წელს 107 162 კილოგრამი ხორცი და ხორცპროდუქტები განადგურდა.

ამასთან, 2019 წელს განადგურებული ხორცი ფორმა N2-ის გარეშე მოცულობამ - 6 314კგ შეადგინა.

გასულ წელს განადგურებული სხვა მყარი სურსათის მოცულობამ 4 746კგ იყო. ეს მაშინ, როდესაც, 2018 წელს 6 903 კილოგრამს შეადგენდა. ხოლო, განადგურებული თხევადი სურსათის მოცულობამ 2019 წელს 1 513 ლიტრი შეადგინა, ხოლო 2018 წელს - 16 645 ლიტრი.

ნინი ქეთელაური