COVID-19 კორონავირუსის გამო საერთაშორისო ფინანსურ სამყაროში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მსოფლიო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს შორის „ვირტუალურ ფორმატში“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში იუწყებიან.
წელს ერთობლივი საგაზაფხულო შეხვედრა, რომელიც ტრადიციულად ვაშინგტონში იმართება, დაგეგმილი იყო 13-19 აპრილს. ღონისძიებაში როგორც წესი 2800 დელეგატი მონაწილეობს მსოფლიოს 190 ქვეყნიდან, ამას ემატება ჟურნალისტები და დამკვირვებლების დიდი რაოდენობა.
„როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ჩვენც ძალიან შეშფოთებულები ვართ კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის გამო, რასაც თან ახლავს ადამიანური ტრაგედიები. ფორუმში მონაწილეობის რისკის გათვალისწინებით ერთობლივმა მენეჯმენტმა შეიმუშავა გაზაფხულის შეხვედრის ადაპტაციის ერთიანი გეგმა გაიმართოს ვირტუალურ ფორმატში“ - ნათქვამია კრისტალინა გეორგიევასა და დევიდ მალპასას ერთობლივ განცხადებაში.
აღსანიაშნავია, რომ ბოლოს შეხვედრის გამართვის გრაფიკი 20 წლის წინ შეიცვალა, მაშინ როცა 11 სექტემბრის ტერაქტის გამო შეხვედრა ჯერ გადაიდო, შემდეგ კი სხვა ადგილას გამართეს.