BMW-მ  ლოგო შეიცვალა

კომპანიამ BMW საფირმო ლოგო შეიცვალა, ახალი ემბლემის დებიუტი მოხდა კომპანიის ახლადწარმოდგენილ ელექტრომობილზე Concept i4. მანქანის პრეზენტაცია ჟენევის საერთაშორისო გამოფენაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა გამოფენის გაუქმების გამო (კორონავირუსის საფრთხის გამო) ის ონლაინ გაიმართა, მიუნხენიდან.

ახალი ლოგო ინარჩუნებს მრგვალ ფორმას, თუმცა წინამორბედისგან განსხვავდება შრიფტითა და შიდა წრის შეფერილობის არქონით, რომელიც ახლა გამჭვირვალე გახდა (მანამდე კი შავი იყო). ის უფრო ბრტყელია ვიზუალურად და თითქოს 1963 წლის ლოგოს წააგავს.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი ლოგო 1997 წლიდან არ შეცვლილა და კომპანიის აზრით ის უკვე მოძველდა. ახალი ემბლემა კი მოწოდებულია ბრენდისკენ მიიმხროს ახალგაზრდები, რომლებიც ციფრულ ეპოქაში ცხოვრობენ, ხოლო ლოიალურ აუდიტორიას შეუძლია ბრენდი თავიდან აღმოაჩინოს.

კოკა კვირკველია