რუსეთმა სამედიცინო ნაწარმის ექსპორტი დროებით აკრძალა

რუსეთის მთავრობამ დროებითი აკრძალვა დააწესა მთელი რიგი სამედიცინო ნაწარმის ექსპორტზე, რომელთა შორის პირბადეებიცაა.

ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აკრძალვა არ იმოქმედებს ჰუმანიტარულ დახმარებასა და ერთეულ ნივთებზე, რომელსაც მოქალაქეები პირადი მოხმარებისთვის იყენებენ.

ნიღბების გარდა, ჩამონათვალში შედის ასევე მარლა, ბამბა, ბახილები, სპეციალური დამცავი ტანსაცმელი, ერთჯერადი ქიმიური დამცავი ხსნარები და სამოსი, რესპირატორები და სამედიცინო სათვალეები, ზოგიერთი სადეზინფექციო და ანტივირუსული პრეპარატი და ა.შ.

დადგენილების თანახმად, აკრძალვა პირველ ივნისამდე გასტანს.