ლარი ისევ მყარდება - როგორ შეიცვალა მეზობელი ქვეყნების ვალუტების კურსი

20 თებერვლიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 6 პუნქტით - 2.8422-დან 2.7835 ნიშნულამდე გამყარდა. (ლარმა გამყარება 20 თებერვლიდან დაიწყო). 14:25 საათისთვის bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2,78 ლარად ივაჭრება. ამ დროს კი მეზობელი ქვეყნების ვალუტები ან უფასურდება, ან იგივე ნიშნულზე რჩება.

ვალუტის კურსები დოლართან მიმართებით 20 თებერვალს და 4 მარტს:

  • თურქული ლირა - $1-6,07 ლირა - $1დოლარი - 6,19 ლირა
  • სომხური დრამი - $1-478,37 დრამი - $1 - 478,87 დრამი
  • აზერბაიჯანული მანათი - $1-1,70 მანათი - $1 დოლარი - 1,70 მანათი
  • რუსული რუბლი - $1- 63,68 რუბლი - $1 - 66,44 რუბლი
  • ქართული ლარი - $1 დოლარი 2,84 ლარი - $1 დოლარი - 2,78 ლარი

როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, ლარი სამეზობლოში ერთადერთი ვალუტააა, რომელიც ბოლო პერიოდში გამყარდა. საქართველოს მთავრობა კი ლარის გამყარებას „ჯანსაღ ვალუტას“ და „ეკონომიკის მყარად განვითარებას“ უკავშირებს. ქვეყნის მთავარი ეკონომისტი ამბობს, რომ ლარის ბოლოდროინდელი გამყარება აბსოლუტურად ლოგიკურია.

„ლარის გამყარება აბსოლუტურად ლოგიკური და მოსალოდნელი ტენდენციაა, რაზეც ჩვენ უკვე ამდენი ხანია ვსაუბრობთ. სწორედ ამას ვამბობდი, რომ როდესაც ნეგატიური მოლოდინები შემცირდება, ვნებათაღელვა დაცხრება, პოლიტიკური სტაბილურობაც უწყობს ამას ხელს, ლარის დინამიკა წავა გამყარებისკენ და რა თქმა უნდა, ეს ასეც ხდება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა არის ჯანსაღი", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.