პარლამენტი მთავრობისგან 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს ელის

მთავრობა, უახლოეს ორ დღეში, პარლამენტს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს.

კონსტიტუციის გათვალისწინებით, მთავრობა ვალდებულია , მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს წარუდგინოს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს სამი თვისა. შესაბამისად, ფინანსური დოკუმენტი პარლამენტში პირველ ოქტომბრამდე უნდა შევიდეს.

როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობას ხვალ წარედგინება, რის შემდეგაც დოკუმენტი პარლამენტში შევა.