საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 მარტს, ქალაქ ზუგდიდში გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში, 1132 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, ხოლო 2 შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.