კორონავირუსის გამო AliExpress-ი მომხმარებელს მიწოდების შეფერხებაზე აფრთხილებს

ინტერნეტ პლატფორმა AliExpress-ზე შეძენილი საქონელი შესაძლოა, დაგვიანებით მიიღოთ, ამის შესახებ თავად კომპანია იტყობინება.

როგორც AliExpress-ის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, შეძენილი საქონლის დროულად მიწოდების შეფერხება შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში გავრცელებულმა კორონავირუსმა.

„ჩინეთში ბევრ საწარმოს გაუხანგრძლივდა საახალწლო არდადეგები, რომელიც დაიწყო ჩინური ახალი წლის დადგომით და გაგრძელდა კორონავირუსის გავრცელების გამო. ზოგიერთი შეკვეთა, რომელიც განთავსებულია AliExpress-ზე 20 ივნისის შემდეგ, შესაძლოა, გვიან დამუშავდეს და შესაბამისად, დაგვიანებით გაიგზავნოს. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვიშურებთ ძალღონეს, რათა შეკვეთა დროულად მიიღოთ, მას ლოჯისტიკური პრობლემა არ გააჩნია“, - აცხადებს AliExpress.

როგორც ცნობილია, ეპიდსიტუაციის გაუარესების შემდეგ ჩინეთში კურიერული მომსახურება 10 თებერვლამდე არ მუშაობდა, რა დრომდეც გახანგრძლივდა ჩინური საახალწლო არდადეგები.

კოკა კვირკველია