1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7860 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7835 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1064 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0858 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0206 ლარი შეადგინა.