„თიბისი“ მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

„თიბისი“ მომხმარებლებს ურჩევს ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით.

„თიბისი ბანკის“ ცნობით, არსებობს რამდენიმე უნაღდო გადახდების საშუალება იმისათვის, რომ მომხმარებელმა თავიდან აიცილოს ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები. ესენია: Wallet - თიბისი ვოლეტი / Apple Pay; სამაჯურით გადახდა; ფეი სტიკერით გადახდა; ბარათით გადახდა; QR კოდით გადახდა.

მათივე ინფორმაციით, მომხმარებელს ასევე შეუძლია დისტანციურად მიიღოს საბანკო მიმსახურებები.

„ამასთან შესაძლებელია დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ საბანკო მომსახურებები: შეგიძლიათ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები დისტანდიურად მობაილ ან ინტერნეტბანკის დახმარებით, დამატებით, გაიაქტიუროთ ავტომატური გადარიცხვა მობაილ ან ინტერნეტბანკიდან და გადაიხადოთ კომუნალურები საკომისიოს გარეშე; ფილიალში ვიზიტის გარეშე, ინტერნეტ ან მობაილბანკიდან შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა მობილურის ან საბანკო ანგარიშის ნომრით; შეგიძლიათ დისტანციურად გახსნათ ანაბარი ან აიღოთ სესხი მობაილბანკის და ინტერნეტბანკის გამოყენებით; მარტივად შეავსოთ მობილურის ბალანსი მობაილ ან ინტერნეტბანკში; სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეიძინოთ პარკირების საშვი ან მიიღოთ ინფორმაცია საპატრულო და პარკირების ჯარიმებზე და გადაიხადოთ მობაილ და ინტერნეტბანკიდან; შეგიძლიათ დააკონვერტიროთ თანხა საუკეთესო კურსით მობაილ და ინტერნეტბანკში; თი ბოტის დახმარებით შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა მესენჯერის ჩატიდან გაუსვლელად; თი ბოტი, ისევე როგორც ქოლცენტრი, დაგეხმარებათ კითხვების არსებობის შემთხვევაშიც;

მომხმარებლებს შეუძლიათ, რომ ამ ეტაპზე, მომსახურება ჩვეულ რეჟიმში, შეუზღუდავად მიიღონ და სურვილის შემთხვევაში, ეწვიონ „თიბისის“ ნებისმიერ ფილიალს, სადაც რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.