იტალიაში, შესაძლოა, ყველა სკოლა და უნივერსიტეტი დროებით დაიხუროს

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, იტალიაში ყველა სკოლა და უნივერსიტეტი 5 მარტიდან, შესაძლოა, დროებით დაიხუროს - ინფორმაცია იტალიის მთავრობის წარმომადგენელმა „როიტერს“ მიაწოდა.

წყაროს ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სკოლები მინიმუმ მარტის შუა რიცხვებამდე დაიხურება. ამ დროისთვის სკოლები და უნივერსიტეტები იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებშია დახურული.

ამასთან, ქვეყნის სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს ეპიდემიის პირობებში, იტალიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის მატჩები დახურულ სტადიონებზე გამართოს.

იტალიაში კორონავირუსი ყველაზე მეტად ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებშია გავრცელებული, თუმცა ინფიცირების შემთხვევები თანდათან მთელს ქვეყანაში მატულობს. შეგახსენებთ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა იტალიაშია დადასტურებული. ქვეყანაში ვირუსს 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გადამდები დაავადებების დეპარტამენტის უფროსი თვითიზოლაციაში მყოფ პირებს რეკომენდაციებით მიმართავს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ქვეყნებს კორონავირუსის გადალახვაში დაეხმარებიან
შემოსავლების სამსახური სასაზღვრო პუნქტებზე საკარანტინო კონტროლის გამკაცრების მიზნით სამედიცინო ინვენტარის შესყიდვას გეგმავს