ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთს შორის მიმოსვლა ID ბარათების საშუალებით იქნება შესაძლებელი

საქართველოსა და სომხეთს შორის მიმოსვლა ID ბარათების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში საქართველოში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

სომხეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველომ და სომხეთმა შესაბამის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„ეს ძალიან მაღალი დონის ვიზიტი იყო და მე მსურს მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას და ყველა ჩვენს ქართველ კოლეგას ეფექტური და შთამბეჭდავი ვიზიტისთვის. საქართველომ და სომხეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა გადაკვეთონ საქართველოსა და სომხეთის საზღვრები თავიანთი ID ბარათებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციას მოვახდენთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.