დავით სერგეენკო: 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით სოციალური მიმართულების დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით სოციალური მიმართულების დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება.

ამის შესახებ დავით სერგეენკომ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი სწორედ საქართველოს კანონპროექტებია 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ თანდართულ მასალებთან ერთად.

"სოციალური მიმართულებით მნიშვნელოვნად იზრდება დაფინანსება, თუმცა არის ზრდა ჯანდაცვის კუთხითაც. დღეს იქნება წინასწარი განხილვა და დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა დავით სერგეენკომ. მან ასევე შეაფასა მთავრობის ორწლიანი მუშაობა და აღნიშნა, რომ ყველაზე წარმატებული პროექტი მის სამინისტროში საყოველთაო ჯანდაცვის პროექტი იყო.