მსოფლიოს ძირითადმა ნავთობმომპოვებელმა ქვეყნებმა კორონავირუსის გამო 10 მილიარდამდე შემოსავალი დაკარგეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელ დევიდ მელპასასტან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა.
კითხვაზე, როგორ იმოქმედა კორონავირუსმა სანავთობო სექტორზე, ფონდის ხელძღვანელმა აღნიშნა - „ჩვენ ვაღიარებთ, რომ ნავთობმომპოვებელი ქვეყნები უკვე დაზარალდნენ ნავთობზე მოთხოვნის კლების გამო და ნავთობზე დაბალი ფასით, კორონავირუსის გამო. ნავთობზე ფასმა წლის დასაწყისიდან უკვე იკლო 15%-ით, რამაც ძირითად მომპოვებელ ქვეყნებს 10 მილიარდამდე დოლარით ნაკლები შემოსავალი მოუტანა“ - განაცხადა მან.
გეორგიევამ ასევე აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იმაზე დაბალი იქნება, „ვიდრე მოელოდნენ“. გარდა ამისა, მსფ-ის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ცვლილება კლების მიმართულებით შეეხება ჩინეთის ეკონომიკასაც.
„როგორც ირკვევა, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპები იმაზე დაბალი იქნება, ვიდრე 2019 წელს და ეს გამოწვეულია ნაწილობრივ კორონავირუსითაც“, - განაცხადა გეორგიევამ.