კორონავირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან დაბრუნდა

პირი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან დაბრუნდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის სამშობლოში კვირას ჩამოვიდა, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი მოგვიანებით განუვითარდა.

„გუშინ, გვიან, ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა. ისიც თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან, არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში კვირას შემოვიდა, თითქოს სიმპტომების გარეშე. შემდგომ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა და მაღალი ტემპერატურის გამო, მან თავად მიმართა ინფექციურ სავადმყოფოს, გუშინ დილით მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია “, - განაცხადა გამყრელიძემ.

„რამდენიმე დღეში შეიძლება სასტუმროებმა დაკეტვები დაიწყოს“
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
მსოფლიოში კორონავირუსით 3 285 ადამიანია დაღუპული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 53 688-ია