აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის ადმინისტრაციისთვის 8,3 მლრდ დოლარის მიწოდებას კორონავირუსთან საბრძოლველად. ინიციატივას მხარი დაუჭირა 415-მა კონგრესმენმა, წინააღმდეგი მხოლოდ ორი რესპუბლიკელი წავიდა.
კანონპროექტი ითვალისწინებს 3 მლრდ დოლარის გამოყოფას ვაქცინის შექმნაზე სამუშაოდ და დიაგნოსტიკური კვლევებისთვის, ასევე თავად კორონავირუსის განკურნებაზე. პროფილაქტიკურ ზომებს მოხმარდება 2,2 მლრდ დოლარი, საიდანაც 950 მლნ სამედიცინო უწყებებისკენ მიემართება. ამასთან, 500 მლნ მოხმარდება მოხუცებისთვის ტელესამედიცინო მომსახურების ხარჯებს.
კანონპროექტის განხილვა წარმომადგენელთა პალატაში რამდენიმე დღე განიხილებოდა, ახლა ის სენატს გადაეგზავნა, რომელიც მას კვირის ბოლომდე დაუჭერს მხარს.